weather cur horoscope tv
მაისი 25, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ნიკოლ პაშინიანი მძღოლებისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას ითხოვს

12:39 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო მოქალაქეებზე დაკისრებული ჯარიმების მოცულობამ კოლოსალურ თანხას მიაღწია, რომლის ნაწილი გადახდილი არ არის. მისივე თქმით, ხალხს დავალიანების დაფარვა არ შეუძლია.

მთავრობის სხდომაზე პაშინიანმა პოლიციის ხელმძღვანელსა და იუსტიციის მინისტრს შესთავაზა, ჯარიმების ჩამოსაწერად მექანიზმი შეიმუშაონ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრს გზებზე კამერებისა და რადარების მუშაობის დროებით შეჩერებაც სურს.

„ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება, თუ გარკვეული დროით უარს ვიტყვით სათვალთვალო კამერებსა და სიჩქარის გამზომ მოწყობილობებზე. ან, როგორც მინიმუმ, შევწყვეტთ ხაზის გადაკვეთის გამო ხალხის დაჯარიმებას“, - აღნიშნა პაშინიანმა.

ოპოზიციაში ყოფნის დროს ნიკოლ პაშინიანი მთავრობას აკრიტიკებდა გზებზე რადარებისა და კამერების განთავსების გამო, რადგან მათ ეფექტურობაში ეჭვი ეპარებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]