weather cur horoscope tv
მაისი 25, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

აზერბაიჯანი სომხეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება

20:52 კვირა, 20 მაისი 2018

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის ნახიჩევანის მონაკვეთზე მათი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

„20 მაისს, საბრძოლო ამოცანის შესრულებისას, მოწინააღმდეგის მორიგი პროვოკაციის აღკვეთის დროს, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის ნახიჩევანის მონაკვეთზე დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცი ადილ ტატაროვი“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანული მხარე არ გამორიცხავს, რომ „პროვოკაცია შესაძლოა უკავშირდებოდეს რამდენიმე დღის წინ, დაპირისპირების ხაზზე სომხეთის ახლადდანიშნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს“. მათივე განცხადებით, შესაძლოა სწორედ მინისტრებმა მისცეს სამხედროებს პროვოკაციის მოწყობის მითითება.

„სომხეთის ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს, რომ ნახიჩევანის გმირი მცველები მალე იძიებენ შურს შაჰიდის გამო“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

აზერბაიჯანის განცხადებას სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს-მდივანი აცრუნ ოვანისიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ჯარისკაცის დაღუპვამდე, აზერბაიჯანის სამხედროებმა, საკუთარი პოზიციების გასაუმჯობესებლად, საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე აქტიური საინჟინრო სამუშაოები დაიწყეს.

„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი გააფრთხილა, რომ სამუშაოები, ასევე პროვოკაციული ქმედებები, სროლას გამოიწვევდა, რასაც შედეგად მსხვერპლი მოჰყვება“, – დაწერა ოვანისიანმა სოციალურ ქსელში.

მისივე განცხადებით, სომხეთის ჯარისკაცებმა მრავალჯერ მოუწოდეს მოწინააღმდეგეებს, თავი შეეკავებინათ ვითარების გამწვავებისგან და გააფრთხილეს, რომ დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]