weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პატარძლის მოტაცება და ადამიანის მოტაცება სხვადასხვა რამეა – აზერბაიჯანელი დეპუტატი

11:06 ხუთშაბათი, 24 მაისი 2018

აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური პარტიის „ახალი აზერბაიჯანის“ აღმასრულებელი მდივნის მოადგილემ, სიავუშ ნოვრუზოვმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც ადამიანის მოტაცებას ითვალისწინებს, პატარძლის მოტაცების შემთხვევაში გამოყენებული არ უნდა იყოს.

სააგენტო APA-ს ცნობით, მილი მეჯლისში ნოვრუზოვმა განაცხადა, რომ გოგოს მოტაცება ოჯახის შექმნის მიზნით და ადამიანის მოტაცება სხვადასხვა რამ არის და არ შეიძლება, ისინი სისხლის სამართლის კოდექსის ერთ მუხლში იყოს გაერთიანებული.

„ერთია, თუ ადამიანს იტაცებენ გამორჩენის მიზნით, ჩადიან დანაშაულს და სხვა საქმეა, რომ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და ამ მიზეზით ბიჭი გოგონას იტაცებს. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით ერთნაირი სასჯელის გამოყენება არასწორია. კანონმდებლობაში ცვლილება უნდა შევიტანოთ, რათა განსხვავება ჩანდეს“, - განაცხადა დეპუტატმა.

სიავუშ ნოვრუზოვი მილი მეჯლისში იმ კომიტეტის წევრია, რომელიც საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და რელიგიურ სტრუქტურებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ თავმჯდომარე 2005 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]