weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა გამეორდა

17:44 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრთან ახლოს, დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 17:07 საათზე, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 28 კილომეტრში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სპიტაკიდან 8 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა გიუმრში, ვანაძორსა და ერევანშიც.

საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 8 კილომეტრში მიწისძვრა დღეს დილითაც მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 07:58 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.

კიდევ ერთი მიწისძვრა გუშინ, 22:40 საათზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრთან იყო, სადაც ბიძგების სიმძლავრებ 5 გაგნიტუდას გადააჭარბა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]