weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კადიროვმა ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი ჩეჩნეთში მიიწვია

14:06 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჩეჩნეთში მიიწვია, რათა პირადად გაეცნონ სექსუალური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას.

„არ ღირს რუსული საინფორმაციო საშუალებების ცილისწამებაში დადანაშაულება და ამ დროს ცრუ ინფორმაციით ხელმძღვანელობა. საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, მერკელთან ერთად, შეუძლია ესტუმროს ჩეჩნეთს სიმართლის საძიებლად. კარი ღიაა“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელში.

ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესოებების უფლებივი მდგომარეობა ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მანამდე კი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პუტინს მოუწოდა გავლენა მოეხდინა ჩეჩნეთში ლგბტ თემის უფლებების დაცვის საკითხზე.

შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისში რუსულმა გამოცემამ „ნოვაია გაზეტა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩეჩნეთში ბოლო თვეების განმავლობაში დააკავეს ასზე მეტი მოქალაქე, რომლებიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში იყვნენ ეჭვმიტანილები. გამოცემის ინფორმაციით, მოკლულია სულ მცირე სამი ადამიანი. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის სპეციალურ ანგარიშში კი ნათქვამია, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების დევნასა და წამებას შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი ხელმძღვანელობდა.

ჩეჩნეთის ხელისუფლება, მათ შორის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი უარყოფენ, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალები იდევნებიან და მათთვის სპეციალური ციხეები არსებობს. კადიროვის განცხადებით, ჩეჩნურ საზოგადოებაში მოვლენა სახელწოდებით არატრადიციული ორიენტაციაარ არსებობს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]