weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

კადიროვის თქმით, რუსეთის ნაკრების წარმატება პუტინის დამსახურებაა

10:37 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე მასპინძელი რუსეთის წარმატებულ თამაშს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეროვნულმა გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველად შეძლო ქვეჯგუფიდან გასვლა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩეჩნები რუსეთისთვის და მათი ფეხბურთელებისთვის გაერთიანდნენ. ვულოცავ ყველა გულშემატკივარს და გამორჩეულად - ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომლის დამსახურებაცაა რუსეთის წარმატება, რადგან მან ყველა პირობა შეუქმნა ნაკრებს იმისთვის, რომ ასეთი შედეგი ეჩვენებინათ.

სიამაყით ვაცხადებ, რომ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, რომლის გუნდმაც დღეს ასეთი ფეხბურთი აჩვენა. ჩერჩესოვმა გვაჩვენა, რამდენად მაღალი დონის გუნდი ჰყავს. რა თქმა უნდა, ეგვიპტეს წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა რუსეთთან არა,“ – განაცხადა კადიროვმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]