weather cur horoscope tv
აგვისტო 05, 2020

ვალენსიამ სომეხთა გენოციდი აღიარა

23:50 პარასკევი, 09 ივნისი 2017 hits 1747

ესპანეთის ქალაქმა ვალენსიამ ოფიციალურად აღიარა და დაგმო 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდი. ქალაქის საბჭოში გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციას კენჭო 9 ივნისს უყარეს.

კენჭისყრაზე რეზოლუცია ადგილობრივმა სომხურმა თემმა "არარატმა" წარადგინა. დოკუმენტი ესპანეთის მთავრობას, ასევე, თურქეთს მოუწოდებს, მიბაძოს ვალენსიას. ამ ფაქტთან დაკავშირებით თურქეთს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ვალენსია ესპანეთის 29-ე ქალაქია, რომელმაც სომეხთა გენოციდი ცნო. ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა 20-ზე მეტ სახელმწიფოს აქვს აღიარებული როგორც გენოციდი. მათ შორისაა რუსეთი, ბელგია, საფრანგეთი, კანადა, შვეიცარია, პოლონეთი, ჰოლანდია, ურუგვაი, საბერძნეთი და ვატიკანი. სომეხთა გენოციდს აღიარებს აშშ-ის 44 შტატი.

ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში 1.5 მილიონამდე სომეხი მოკლეს და გადაასახლეს. თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო, რაც სამოქალაქო არეულობას მოჰყვა და არა იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.  

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]