weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ნახიჩევანში აზერბაიჯანისა და თურქეთის ჯარების წვრთნები დაიწყო

12:11 ორშაბათი, 12 ივნისი 2017

დღეიდან აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აზერბაიჯანისა და თურქეთის ჯარების ერთობლივი სამხედრო-ტაქტიკური წვრთნები დაიწყო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანი გამოცდილების გაცვლის მეშვეობით ჯარებს შორის კოორდინაციის გაზრდა და ერთობლივი ოპერაციების ჩატარებით ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების თანამშრომლობის მიღწევაა.

ნახიჩევანში ერთობლივი წვრთნები 16 ივნისამდე გაგრძელდება.

სააგენტო „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ორი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო წვრთნები აზერბაიჯანში მაისშიც ჩატარდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]