weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

11:14 კვირა, 07 ოქტომბერი 2018

ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა. 2019 წლის 14 ივნისიდან, ფრენებს სახელმწიფო ავიაკომპანია აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) შვილობილი კომპანია Buta Airways შეასრულებს.

ერთი გზის ბილეთის მინიმალური ღირებულება 29 ევროა. ავიარეისები კი კვირაში ორჯერ - პარასკევსა და კვირას შესრულდება.

პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ პატარაძისა და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ პრეზიდენტის ჯაჰანგირ ასკეროვის შეხვედრაზე მიიღეს.

„დღის წესრიგში არსებულ სხვა საკითხებთან ერთად, ზურაბ პატარაძის თხოვნით, მხარეებმა განიხილეს ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავია-რეისის დანიშვნის შესაძლებლობა, რის შედეგადაც, აზერბაიჯანის მოქალაქეები კიდევ უფრო აქტიურად, კომფორტულად და მარტივად შეძლებდნენ მათთვის ესოდენ პოპულარულ, საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე გამგზავრებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ზურაბ პატარაძე ავრცელებს.

ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით პირველი ავიარეისის პირველი ბილეთი ზურაბ პატარაძემ შეიძინა.

Buta Airways დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც 2016 წლის დეკემბერში დაფუძნდა, პირველი ფრენა კი 2017 წლის 1-ელ სექტემბერს შეასრულა. ავიაკომპანია ბაზირებულია ბაქოში, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში და მისი ფლოტი Embraer-ის თანამედროვე თვითმფრინავებისგან შედგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]