weather cur horoscope tv
მაისი 27, 2020

ბუკერის პრემია ანა ბერნსს მიენიჭა

14:10 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018 hits 596

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სალიტერატურო ჯილდო - ბუკერის პრემია, რომელიც ინგლისურენოვანი ნაწარმოებისთვის ენიჭებათ ბრიტანელ ანდა თანამეგობრობის ქვეყნების წარმომადგენლებს, წელს ჩრდილო ირლანდიელმა მწერალმა ანა ბერნსმა აიღო.

57 წლის მწერალს ჯილდო მისი მესამე რომანისთვის „მერძევე“ (Milkman) გადაეცა. ავტორმა ასევე მიიღო 50 ათასი გირვანქა სტერლინგი.

რომანის მთხრობელი უსახელო 18 წლის გოგონა, მეტსახელად „შუათანა დაა“, რომელსაც სამხედრო ფიგურა მეტსახელად „მერძევე“ დევნის. ბუკერის პრემიის ჟიურიმ ნაწარმოებს „წარმოუდგენლად ორიგინალური“ უწოდა.

ბუკერის პრემია 1969 წლიდან გაიცემა და მისი მფლობელები ისეთი ცნობილი ავტორები არიან, როგორებიცაა: რუთ პრავერ-ჯაბვალა, აირის მერდოქი, უილიამ გოლდინგი, სალმან რუშდი, ჯონ მაქსველ კუტზეე, კაზუო იშიგურო, მაიკლ ონდააჩი, მარგარეტ ეტვუდი, იან მარტელი და სხვები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]