weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ნახატები გამოიფინა

10:22 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე ალბერტინას მუზეუმის გალერეა 26 ოქტომბრიდან 27 იანვრამდე ნიკო ფიროსმანის ნახატებს მასპინძლობს. სპეციალურად ღონისძიებისთვის ალბერტინას მუზეუმმა ფიროსმანის ნახატებით აწყობილი საგანგებო ანიმაციური ვიდეორგოლი გამოუშვა.

ვენაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან ქართველი მხატვრის 29 ნამუშევარია ჩატანილი. ექსპოზიციაზე ასევე გამოფენილია 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი „ფიროსმანაშვილი 1914“, რომელშიც პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა, „ფიროსმანის პორტრეტია“ შესული.

გამოფენა მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიება ფონდ Infinitart-ის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ალბერტინას მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]