weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ფიროსმანის ნამუშევრები დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

12:28 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მდებარე საექსპოზიციო სივრცე 5 თვის განმავლობაში ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს დაეთმობა.

გამოფენაზე სახელწოდებით K20-Kunstsammlung NRW, მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 მარტამდე ქართველი მხატვრის ნამუშევრები: „მალაკნების ქეიფი“, „ხილის დუქანი“, „ორთაჭალის ტურფა“ და ნატურმორტი პაბლო პიკასოს, ამადეო მოდილიანის, მარკ შაგალის, ვასილი კანდინსკის, კაზიმირ მალევიჩისა და სხვათა ნამუშევრებთან ერთად იქნება ექსპონირებული.

წინასაგამოფენო მზადების პროცესში ჩართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახური, რომელსაც დიუსელდორფში სამსახურის უფროსის მოადგილე ირმა დოლიძე წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან კი ქართულ დელეგაციას კონსერვატორი ეველინა კარსელი უხელმძღვანელებს.

გამოფენა სახელად Museum global - Microhistories of an Ex-centric Modernism, მოიცავს 1910-1960 წლების პერიოდს. ამ დროისათვის გამოფენა მზადების პროცესშია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]