weather cur horoscope tv
აგვისტო 14, 2020

საქართველოს ერიკ-ემანუელ შმიტი ეწვევა

11:22 პარასკევი, 16 ნოემბერი 2018 hits 875

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ინიციატივითა და Institut Français de Géorgie-ს ხელშეწყობით, 30 ნოემბერს საქართველოს ფრანკო-ბელგიელი მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი ესტუმრება. მწერლის მკითხველთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

58 წლის ერიკ-ემანუელ შმიტი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფრანგულენოვანი ავტორია. მკითხველებისა და კრიტიკოსებისგან აღიარებული მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული და თეატრალური პრემიის მფლობელია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, სპექტაკლები კი 50-მდე ქვეყანაშია დადგმული.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ერიკ-ემანუელ შმიტის არაერთი ნაწარმოები თარგმნა. ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით პოპულარული ნაწარმოებებია: „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „პილატეს სახარება“ „ნოეს შვილი“, „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“ და „ულისე ბაღდადიდან“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]