weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

უილიამ გოლდმენი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

13:24 შაბათი, 17 ნოემბერი 2018

ცნობილი ამერიკელი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი უილიამ გოლდმენი 87 წლის ასაკში, ნიუ იორკში პნევმონიით გარდაიცვალა. მწერალი კოლორექტალურ სიმსივნეს ებრძოდა.

ორი ოსკარის მფლობელი უილიამ გოლდმენი არაერთი ცნობილი ფილმის სცენარის ავტორიცაა. აღიარება, პოპულარობა და ოსკარები მას მოუტანა კლასიკურმა ფილმებმა „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“ (1969) და „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“ (1976). მწერალს ათზე მეტი რომანი და ოცდაათამდე ფილმის სცენარი აქვს დაწერილი.

უილიამ გოლდმენის ცნობილი ნაწარმოებებია „მარათონელი“ და „პრინცესა პატარძალი“, რომელთა მიხედვით ასევე არსებობს იგივე სახელწოდებების მქონე ცნობილი ფილმები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]