weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილი მე-13 ნომრად გამოვა

11:38 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

25 ნოემბერს ევროვიზია ჯუნიორ 2018-ის ფინალურ ტურში ქართველი კონკურსანტი თამარ ედილაშვილი მინსკის არენაზე მე-13 ნომრად გამოვა. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს, სიმღერით – „შენი ხმა“. საკონკურსო სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძეა, ხოლო ტექსტი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

მონაწილეები სცენაზე ამ თანმიმდევრობით გამოვლენ:

  1. უკრაინა
  2. პორტუგალია
  3. ყაზახეთი
  4. ალბანეთი
  5. რუსეთი
  6. ნიდერლანდები
  7. აზერბაიჯანი
  8. ბელარუსი
  9. ირლანდია
  10. სერბეთი
  11. იტალია
  12. ავსტრალია
  13. საქართველო
  14. ისრაელი
  15. საფრანგეთი
  16. მაკედონია
  17. სომხეთი
  18. უელსი
  19. მალტა
  20. პოლონეთი
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]