weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავში სპექტაკლი „ფიროსმანი“ ლიტვის სამეფო თეატრმა შეასრულა

15:17 ორშაბათი, 19 ივნისი 2017

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის სამეფო თეატრმა სპექტაკლი „ფიროსმანი“ წარადგინა. აღნიშნული პროექტი ლიტვაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძღვანელის ლევან სეფაშვილის რეჟისორობით განხორციელდა.

სპექტაკლში ლიტველ კოლეგებთან ერთად ლიტვაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სპექტაკლი „ფიროსმანი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს ლიტვის რესპუბლიკაში და მრავალჯერ იყო წარმოდგენილი ლიტვის სხვადასხვა ქალაქების თეატრების სცენაზე.

თელავში პრემიერას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ლიტვის რეპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძე, ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, ლიტვის ქალაქ კედაინაის რაიონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის დირექტორი ოვიდიუს კაჩიაუსკასი და სხვა საპატიო სტუმრები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]