weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გარდაიცვალა საქართველოში პანტომიმის ფუძემდებელი ამირან შალიკაშვილი

17:18 შაბათი, 24 ნოემბერი 2018

24 ნოემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი, მსახიობი და რეჟისორი ამირან შალიკაშვილი გარდაიცვალა.

ამირან შალიკაშვილი 1939 წლის 22 მარტს უზბეკეთის ქალაქ ყოყანდში დაიბადა. 1965-1969 წლებში ამირან შალიკაშვილი იყო მუსკომედიის, ხოლო 1969-1973 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1975 წლიდან საფუძველი ჩაუყარა პანტომიმის სახელმწიფო თეატრს, იყო მისი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1973-1975 წლებში იგი იყო ფილარმონიის პანტომიმის დასის ხელმძღვანელი.

ამირან შალიკაშვილი არაერთი წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორია. არის ავტორი წიგნებისა „პანტომიმა დუმილის პოეზიაა“ (1999), „დუმილის შემდეგ“ (2004), „ხილვები ფიროსმანზე“ (2004) და „ცრემლიანი შემოდგომა“ (I ტომი 2005; II ტომი 2006).

ამირან შალიკაშვილი ღირსების ორდენის კავალერი იყო, 1981 წელს კი მიენიჭა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]