weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2021

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე 2 230 000 ფუნტად გაიყიდა

11:42 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 hits 3689

ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოთბის აუქციონზე 2 230 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, რაც აუქციონებზე გაყიდულ ფიროსმანის ნამუშევრებს შორის ყველაზე მაღალი ფასია.

ნახატის საწყისი ფასი 500 000-700 000 ფუნტი იყო. სოთბის აქუციონის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ნახატი ცნობილი ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის კოლექციიდანაა. ნამუშევარი მან 1928 წელს, მოსკოვში მოგზაურობის დროს შეიძინა.

ნახატი ისევ რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი, თუმცა მითითებული იყო, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია. აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ სოთბის ცალკე ქართული სექცია არ აქვს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]