weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ვარძიაში კედლის მხატვრობის რესტავრაციას „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს

09:55 ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფრესკების გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს.

რესტავრაციის დამასრულებელ მე-3 ეტაპს, რომელიც დაზიანებული კედლის მხატვრობის კომპიუტერული ანალიზისა და მიკროსკოპული კვლევების საფუძველზე ჭვარტლის ნაწილაკებისაგან გასუფთავებას გულისხმობს, სამშენებლო დეველოპერული კომპანია „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუშაობის ისტორიაში, კომპანია „მონოლით ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროცესში ფინანსური კუთხით კერძო სექტორის ჩართვის პირველი პრეცედენტია, თუ არ გავითვალისწინებთ ფონდი „ქართუს“ მასშტაბურ თანამონაწილეობას, რომელიც სააგენტოს ერთე-ერთი უმთავრესი ფინანსური დონორი ორგანიზაციაა.

XII საუკუნის კედლის მხატვრობის რესტავრაციის მე-3 ეტაპზე, ისე როგორც განვლილ ეტაპეპზე, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი იმუშავებს, რომელმაც ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად დაიწყო. ადგილზე განხორციელდა ფრესკების აღწერა-შეფასება. გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები, რის შემდეგაც ერთობლივად შემუშავდა სარესტავრაციო მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები. პროცესის დასრულების შემდგომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო რესტავრატორთა ჯგუფისგან პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციებს მიიღებს, რაც უახლოეს მომავალში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ინტერიერში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობის და ტემპერატურის დარეგულირებისა და სპეციალური განათების სისტემის მოწყობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]