weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ოსკარების წამყვანი კევინ ჰარტი იქნება

10:45 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

მსახიობი, კომედიანტი და ტელეწამყვანი კევინ ჰარტი ოსკარების დაჯილდოების 91-ე ცერემონიის წამყვანი იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელ ოსკარებს განსაკუთრებულად ვაქცევ“ - განაცხადა კომიკოსმა მსახიობმა კინოაკადემიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ.

ოსკარების წლევანდელი ცერემონიის პროდიუსერები დონა ჯილიოტი და გლენ ვაისი იქნებიან, შოუს რეჟისორი კი - ასევე გლენ ვაისი.

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის 91-ე ცერემონია 24 თებერვალს, ლოს ანჯელესში, ტრადიციულად „დოლბის“ თეატრში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ოსკარების ბოლო ორი ცერემონიის წამყვანი კომიკოსი ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი იყო, კევინ ჰარტი კი ოსკარების დაჯილდოებას სცენაზე პირველად გაუძღვება.

 

ამ თემაზე:

საქართველოდან ოსკარზე მოსახვედრად „ნამე“ იბრძოლებს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]