weather cur horoscope tv
აპრილი 01, 2020

ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ ივრითზე გამოიცა

10:54 შაბათი, 15 დეკემბერი 2018 hits 1107

ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“ ივრითზე გამოიცა. მასზე მუშაობა წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოემა პროფესორმა მამუკა ბუცხრიკიძემ თარგმნა.

გამოცემის წინასიტყვაობაში მოკლედ მოთხრობილია ნაწარმოების შინაარსი და ხაზგასმულია, რომ ნაწარმოები ქართული პოეზიის შედევრია, ხოლო მისი ავტორი - დიდი ქართველი პოეტი, რომლის ესთეტიკა ემყარება საქართველოს მთის ფოლკლორს, ხოლო ენა არის ლაკონური, მკაცრი და მრავლისმთქმელი.

ივრითზე დართულ ტექსტში აგრეთვე ნათქვამია, რომ „ალუდა ქეთელაურს“ ივრითზე მკითხველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც მცირერიცხოვანი ერის, მდიდარი კულტურისა და ენის შვილებისთვის, ივრითზე მკითხველებს წარედგინათ ნაწარმოები, რომელიც ეძღვნება ძალადობრივ რეალობაში ადამიანურობის შენარჩუნებასა და ომისშემდგომი ტრავმების დაძლევას. მასში მოთხრობილია ინდივიდის დამოუკიდებელი აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ბრძოლა კონსერვატიულ, სოციალურ, რელიგიურ და ტომობრივ გარემოში.

გამოცემა შეფასებულია, როგორც ქართული და ებრაული კულტურის გაცნობის ახალი ეტაპი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]