weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი პენი მარშალი

20:59 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი პენი მარშალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკულტო ამერიკული კომედია „დიდის“ რეჟისორის სიკვდილის მიზეზი დიაბეტით გამოწვეული გართულებები გახდა.

პენი მარშალის სამსახიობო კარიერა სატელევიზიო სერიალებთან ასოცირდება, რა დროსაც იგი სამჯერ წარადგინეს ოქროს გლობუსზე 70-იანების კომედიური ტელესერიალით - Laverne & Shirley.

რეჟისორის კარიერაში პენი მარშალმა 7 ფილმი გადაიღო, მათგან ყველაზე წარმატებული უკვე ხსენებული სურათი „დიდი“ (Big) გახლავთ, რომელშიც მთავარ როლს ახალგაზრდა ტომ ჰენკსი ასრულებს. აღიარება და წარმატება ასევე ხვდა წილად რეალურ ისტორიაზე დაფუძნებულ ფილმს „გამოღვიძება“ (Awakenings), სადაც მთავარ როლებს რობინ უილიამსი და რობერტ დე ნირო ასრულებენ და სპორტულ დრამას - „მათი საკუთარი ლიგა“ (A League of Their Own), რომელშიც ასევე ტომ ჰენკსი და მომღერალი მადონა მონაწილეობენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]