weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

გარდაიცვალა ჰონ კონგელი რეჟისორი რინგო ლამი

11:14 ორშაბათი, 31 დეკემბერი 2018

მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით ცნობილი ჰონ კონგელი რეჟისორი რინგო ლამი 63 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

რინგო ლამს პოპულარობა 1987 წლის კრიმინალურმა ფილმმა „ქალაქი ცეცხლში“ მოუტანა, რომელშიც მთავარი როლი აზიური ექშენ-ფილმების ვარსკვლავმა ჩოუ იუნ ფატმა შეასრულა. ფილმი ოფიციალური შთაგონების წყარო გახდა კვენტინ ტარანტინოს სადებიუტო კინოკლასიკის, „ცოფიანი ძაღლების“ შექმნისთვის.

შემდგომში რინგო ლამი დასავლეთში საყოველთაოდ ცნობილი გახდა ჯეკი ჩანის კომედიით „ტყუპი დრაკონები“ და ჟან-კლოდ ვან დამის სამი მძაფრსიუჟეტიანი ფილმით - Maximum Risk, In Hell, Replicant. ჰოლივუდის ვეტერანმა ვარსკვლავმა რეჟისორის გარდაცვალებას „ტვიტერზე“ სამძიმრის წერილი მიუძღვნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]