weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე 10 მედალი მოიპოვეს

15:04 სამშაბათი, 15 იანვარი 2019

მიმდინარე წლის 10-15 იანვარს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართულ ჟაუტიკოვის რიგით მე-15 საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელშიც 18 ქვეყნის 82-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოდან თბილისის კომაროვისა და ვეკუას, ხოლო ქუთაისიდან რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.

საქართველოს წარმომადგენლებმა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ: ნიკა ბირკაძე - აბსოლუტური პირველი ადგილი და ერთადერთი აბსოლუტური შედეგი სამივე საგანში, 600-დან 600 ქულა (ინფორმატიკა - კომაროვი),ლუკა მუშკუდიანი (მათემატიკა - კომაროვი), ბაქარ გამეზარდაშვილი (მათემატიკა - კომაროვი) და ალექსანდრე მერაბიშვილი (ფიზიკა - კომაროვი).

ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ: ნიკა სალია (ინფორმატიკა - ვეკუა), თემურ თოლორაია (ინფორმატიკა - კომაროვი), ლაშა კოროშინაძე (ფიზიკა - კომაროვი).

ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ: გიორგი ძაძამია (ფიზიკა - ვეკუა), დავით ხვედელიძე (მათემატიკა - კომაროვი), გოგაბერიშვილი გიორგი (ფიზიკა - კომაროვი).

გარდა ამისა, კომაროვის სახელობის 199-ე სკოლის პირველმა გუნდმა მეორე საპრიზო ადგილი (რეიტინგით მესამე ადგილი) მოიპოვა.

საქართველოს გუნდების საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]