weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ქუთაისის, თელავის, ოზურგეთის და ბოლნისის მერები საუკეთესო თეატრალურ მერებად დაასახელეს

12:16 სამშაბათი, 22 იანვარი 2019
ფოტოზე ქუთაისის მერი ფოტოზე ქუთაისის მერი

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ბოლნისის მერი დავით შერაზადაშვილი „წლის საუკეთესო თეატრალურ მერებად“ დაასახელეს.

მერებს ეს წოდება საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში და თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მიანიჭა.

დაჯილდოება 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძეც ესწრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]