weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ცნობილია ოსკარების ნომინანტთა სია

18:48 სამშაბათი, 22 იანვარი 2019

ამერიკის კინოაკადემიამ (AMPAS) რიგით 91-ე დაჯილდოების ნომინანტთა სრული სია გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მეტი, ათ-ათი ნომინაცია ალფონსო კუარონის მექსიკურმა შავ-თეთრმა დრამა „რომამ“ და ბრიტანულმა ისტორიული ჟანრის შავმა კომედია „ფავორიტმა“ მოიპოვეს.

უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა ალფონსო კუარონი - ორის ოსკარის, ორი ოქროს გლობუსის, ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომისა“ და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი მექსიკელი კინოხელოვანი წლევანდელ ოსკარებზე წარადგინეს როგორც - პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი, ოპერატორი და უცხოური ფილმის რეჟისორი. საინტერესოა ბრედლი კუპერის მიღწევაც, ჰოლივუდის ვარსკვლავმა სამი ნომინაცია მოიპოვა პროდიუსერის, მსახიობისა და სცენარისტის ამპლუაში.

მთავარი ჯილდოს, 2018 წლის საუკეთესო ფილმის წოდებისთვის ამჯერად 8 ნამუშევარი იბრძოლებს. ოსკარის ნომინანტ სრულმეტრაჟიან ფილმთა სრული სია კი ასეთია:

წლის საუკეთესო ფილმი:

Black Panther (კევინ ფაიგი)

BlacKkKlansman (შონ მაკკიტიკი, ჯეისონ ბლუმი, რეიმონდ მენსფილდი, ჯორდან პილი & სპაიკ ლი)

Bohemian Rhapsody (გრემ კინგი)

The Favourite (სესი დემპსი, ედ გინი, ლი მაგიდეი & იორგოს ლანთიმოსი)

Green Book (ჯიმ ბიურკი, ჩარლზ ბ. ვესლერი, ბრაიან ჰეის კარი, პიტერ ფარელი & ნიკ ვალელონგა)

Roma (გაბრიელა როდრიგესი & ალფონსო კუარონი)

A Star Is Born (ბილ გერბერი, ბრედლი კუპერი & ლინეტ ჰაუელ ტეილორი)

Vice (დედე გარდნერი, ჯერემი კლაინერი, ადამ მაკკეი & კევინ ჯ. მესიკი)

საუკეთესო რეჟისორი:

სპაიკ ლი (BlacKkKlansman)

პაველ პავლიკოვსკი (Cold War / Zimna wojna)

იორგოს ლანთიმოსი (The Favourite)

ალფონსო კუარონი (Roma)

ადამ მაკკეი (Vice)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

ქრისტიან ბეილი (Vice)

ბრედლი კუპერი (A Star Is Born)

ვილემ დეფო (At Eternity’s Gate)

რამი მალექი (Bohemian Rhapsody)

ვიგო მორტენსენი (Green Book)

საუკეთესო ქალი მსახიობი:

ჯალიცა აპარისიო (Roma)

გლენ კლოუზი (The Wife)

ოლივია კოლმანი (The Favouirte)

ლედი გაგა (A Star Is Born)

მელისა მაკკართი (Can You Ever Forgive Me?)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში:

მაჰერშალა ალი (Green Book)

ადამ დრაივერი (BlacKkKlansman)

სემ ელიოტი (A Star Is Born)

რიჩარდ გრანტი (Can You Ever Forgive Me?)

სემ როკველი (Vice)

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში:

ემი ადამსი (Vice)

მარინა დე ტავირა (Roma)

რეჯინა კინგი (If Beale Street Could Talk)

ემა სტოუნი (The Favourite)

რეიჩელ ვაისი (The Favourite)

საუკეთესო ორიგინალი სცენარი:

დებორა დევისი & ტონი მაკნამარა (The Favourite)

პოლ შრეიდერი (First Reformed)

ნიკ ვალელონგა, ბრაიან კარი & პიტერ ფარელი (Green Book)

ალფონსო კუარონი (Roma)

ადამ მაკკეი (Vice)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი:

ჯოელ კოენი & ეთან კოენი (The Ballad of Buster Scruggs)

ჩარლი ვახტელი, დევიდ რაბინოვიცი, კევინ უილმოტი & სპაიკ ლი (BlacKkKlansman)

ნიკოლ ჰოლოფსენერი & ჯეფ უიტი (Can You Ever Forgive Me?)

ბარი ჯენკინსი (If Beale Street Could Talk)

ერიკ როთი, ბრედლი კუპერი & უილ ფეტერსი (A Star Is Born)

საუკეთესო ორიგინალი მუსიკა:

ტერენს ბლანშარი (BlacKkKlansman)

ლუდვიგ გიორანსონი (Black Panther)

ნიკოლას ბრიტელი (If Beale Street Could Talk)

ალექსანდრ დეპლა (Isle of Dogs)

მარკ შეიმანი (Mary Poppins Returns)

საუკეთესო ორიგინალი სიმღერა:

კედრიკ ლამარი & ენტონი ტიფითი - “All The Stars” (Black Panther)

დაიან უორენი - “I’ll Fight” (RBG)

მარკ შეიმანი & სკოტ უიტმანი - “The Place Where Lost Things Go” (Mary Poppins Returns)

ლედი გაგა, მარკ რონსონი, ენტონი როსომანდო & ენდრიუ ვაიატი - “Shallow” (A Star Is Born)

დევიდ როულინგსი & ჯილიან უელჩი - “When A Cowboy Trades His Spurs For Wings” (The Ballad of Buster Scruggs)

საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი:

ლუკაშ ჟალი (Cold War / Zimna wojna)

რობი რაიანი (The Favourite)

ქალებ დეშანელი (Never Look Away / Werk ohne Autor)

ალფონსო კუარონი (Roma)

მეთიუ ლიბატიკი (A Star Is Born)

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი:

მერი ზოფრესი (The Ballad of Buster Scruggs)

რუთ კარტერი (Black Panther)

სენდი პაუელი (The Favourite)

სენდი პაუელი (Mary Poppins Returns)

ალექსანდრა ბირნი (Mary Queen of Scots)

საუკეთესო მხატვრული გაფორმება და დეკორაციები:

Black Panther (ჰანა ბიჩლერი & ჯეი ჰარტი)

The Favourite (ფიონა კრომბი & ელის ფელტონი)

First Man (ნათან კროული & კეიტი ლუკასი)

Mary Poppins Returns (ჯონ მაირი & გორდონ სიმი)

Roma (ეუხენიო კაბალიერო & ბარბარა ენრიკესი)

საუკეთესო მონტაჟი:

ბარი ალექსანდერ ბრაუნი (BlacKkKlansman)

ჯონ ოტმანი (Bohemian Rhapsody)

იორგოს მავროპსარიდისი (The Favourite)

პატრიკ ჯ. დონ ვიტო (Green Book)

ჰენკ კორვინი (Vice)

საუკეთესო ხმის მონტაჟი:

Black Panther

Bohemian Rhapsody

First Man

A Quiet Place

Roma

საუკეთესო ხმის ეფექტები:

Black Panther

Bohemian Rhapsody

First Man

Roma

A Star Is Born

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები:

Avengers: Infinity War

Christopher Robin

First Man

Ready Player One

Solo: A Star Wars Story

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა:

Border / Gräns

Mary Queen of Scots

Vice

საუკეთესო ანიმაციური ფილმი:

Incredibles 2 (ბრედ ბირდი, ჯონ უოკერი & ნიკოლ პერედაის გრინდლი)

Isle of Dogs (უეს ანდერსონი, სკოტ რუდინი, სტივენ რეილსი & ჯერემი დოუსონი)

Mirai / 未来のミライ (მამორუ ჰოსოდა & იუიჩირო საიტო)

Ralph Breaks the Internet (რიჩ მური, ფილ ჯონსტონი & კლარკ სპენსერი)

Spider-man: Into the Spider-Verse (ბობ პერსიკეტი, პიტერ რემსი, როდნი როთმანი, ფილ ლორდი & ქრისტოფერ მილერი)

საუკეთესო უცხოური ფილმი:

Capernaum / کفرناحوم‎ (ლიბანი, რეჟ. ნადინ ლაბაკი)

Cold War / Zimna wojna (პოლონეთი, რეჟ. პაველ პავლიკოვსკი)

Never Look Away / Werk ohne Autor (გერმანია, რეჟ. ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი)

Roma (მექსიკა, რეჟ. ალფონსო კუარონი)

Shoplifters / 万引き家族 (იაპონია, რეჟ. ჰიროკაზუ კორე-ედა)

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:

Free Solo (ელიზაბეტ ჩაი ვასარჰელი, ჯიმი ჩინი & შენონ დილი)

Hale County This Morning, This Evening (რამელ მოსი, ჯოსლინ ბარნსი & სიუ კიმი)

Minding the Gap (ბინ ლიუ & დაიან ცუონი)

Of Fathers and Sons / Kinder der Kalifats (ტაკაი დერკი, ანსგარ ფრერიხი, ევა კემე & ტობიას ზიბერტი)

RBG (ბეტსი უესტი & ჯული კოენი)

შეგახსენებთ, რომ ოსკარების დაჯილდოების 91-ე ცერემონია 24 თებერვალს, ტრადიციულად ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გაიმართება.

 
 
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]