weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

შოტლანდიაში მსოფლიოს უძველესი პერიოდულობის ცხრილი აღმოაჩინეს

15:08 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

შოტლანდიის სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის ქიმიკოსმა ალან აიტკენმა ქიმიის აუდიტორიის ქვეშ მდებარე სათავსოში მეცნიერების ისტორიის უნიკალურ რელიკვიას - ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის სისტემის მსოფლიოში უძველეს ასლს მიაგნო.

სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებასა ლაბორატორიის აღჭურვილობის გროვებს შორის დაყრილი გერმანულად დასათაურებული დოკუმენტი კალიფორნიის უნივერსიტეტის ექსპერტებმა შეამოწმეს. მასში მოცემულ ელემენტებზე დაყრდნობით გაარკვიეს, რომ ცხრილი 1879-1886 წლებშია შედგენილი, რადგან ცხრილში შეტანილი არა 1886 წელს აღმოჩენილი გერმანიუმი, მაგრამ მასში 1875 წელს აღმოჩენილი გალიუმი და 1879 წელს აღმოჩენილი სკანდიუმია.

უნივერსიტეტის უძველესი ფინანსური ჩანაწერების კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პერიოდულობის ცხრილი 1885 წელსა ნაყიდი ვენაში მოქმედი გამომცემლობისგან. შედეგად, ეს გახლავთ ჩვენთვის ცნობილი, დღემდე მოღწეული უძველესი პერიოდულობის ცხრილი. აღსანიშნავია, რომ ცხრილი სულ რაღაც 20 წლის შემდეგაა გამოცემული მას მერე, რაც ის ლეგენდარულმა ქიმიკოსმა, დიმიტრი მენდელეევმა აღმოაჩინა.

დოკუმენტი შესანახად სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის კლიმატ-კონტროლირებად საცავში გადაიტანეს, სრული ზომის ასლი კი უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში გამოფინეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]