weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს სექტემბერში ეწვევა

15:47 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს ეწვევა. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, თბილისში სექტემბრის შუა რიცხვებში ჩამოვა.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრები ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან. ასევე, ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან.

„ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. ეს იქნება მარიო ვარგას ლიოსას პირველი ვიზიტი კავკასიაში“, – აცხადებენ სამინისტროში.

მარიო ვარგას ლიოსას ნობელის პრემია 2010 წელს, „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ მიენიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]