weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გარდაიცვალა ოსკარის ხუთგზის ნომინანტი მსახიობი ალბერტ ფინი

20:51 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

ბრიტანელი თეატრისა და კინოს მსახიობი ალბერტ ფინი 82 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. იგი იმ მსახიობთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელიც ოსკარზე ბევრჯერ წარადგინეს, თუმცა კინოაკადემიის ჯილდო არასოდეს აუღია.

ალბერტ ფინიმ აღიარება, პოპულარობა და პირველი საოსკარე ნომინაცია მოიპოვა 1960 წლის კომედიით „ტომ ჯონსი“, რომელიც წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა. მსახიობის მორიგი დიდი როლი, რომლისთვისაც მეორე ოსკარის ნომინაცია ერგო, ასევე კინოშედევრში იყო - აგათა ქრისტის კლასიკური ნაწარმოების ეკრანიზაციაში „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, სადაც მან ცნობილი პერსონაჟი ერკიულ პუარო განასახიერა. შემდეგი ნომინაციები კი მოუტანა ფილმებმა: „კოსტიუმერი“ (1983), „ვულკანის ქვეშ“ (1984) და „ერინ ბროკოვიჩი“ (2000).

ალბერტ ფინიმ დასამახსოვრებელი როლები ასევე შეასრულა ფილმებში: Scrooge (1970), Annie (1982), Miller’s Crossing (1990), Big Fish (2003), The Bourne Ultimatum (2007), Before the Devil Knows You're Dead (2007), Skyfall (2012).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]