weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ჯილდო მიიღო

13:22 კვირა, 10 თებერვალი 2019

ქართული ფილმის, „ნამეს“ ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების (ASC Awards) ჯილდო მიიღო. შველიძეს Spotlight Award გადაეცა.

„ეს ოცნებას ჰგავს და ძალიან ბევრს ნიშნავს არამხოლოდ ჩემთვის. ეს მაგალითია მთელს მსოფლიოში მოღვაწე კონემატოგრაფებისთვის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არაფერია შეუძლებელი, მხოლოდ ჩვენი საქმის კარგად კეთება უნდა გავაგრძელოთ“, – თქვა შველიძემ ჯილდოს მიღების შემდეგ.

გიორგი შველიძესთან ერთად Spotlight Award-ზე წარდგენილები იყვნენ ჯოშუა ჯეიმს რიჩარდსი ფილმისთვის „მხედარი“ და ფრანკ ვან დენ იდენი ფილმისთვის „გოგონა“.

ASC Awards 9 თებერვალს გაიმართა. წლევანდელი წელი საიუბილეოა, რადგან ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება 100 წლის იუბილეს ზეიმობს. ASC Awards-ის სხვა ნომინანტებს შორის მოხვდა ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა: Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid’s Tale და სხვა.

დრამა „ნამე“ რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა გადაიღო. გიორგი შველიძის გარდა ფილმის ოპერატორი მამუკა ჩხიკვაძეც არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]