weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჩაილდიშ გამბინოსა და კეისი მასგრეივსის ტრიუმფი გრემის დაჯილდოებაზე

11:19 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

ლოს ანჯელესში მდებარე „სტეიპლს ცენტრმა“ მუსიკის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებას, გრემის გადაცემის რიგით 61-ე ცერემონიას უმასპინძლა.

დაჯილდოების ტრიუმფატორები ქანთრი-მუსიკოსი კეისი მასგრეივსი და რეპერი ჩაილდიშ გამბინო გახდნენ, რომეlთაც ოთხ-ოთხი გრემი ერგოთ.

ჩაილდიშ გამბინომ, იგივე დონალდ გლავერმა გახმაურებული და სკანდალური სიმღერით - “This Is America”, წლის საუკეთესო ჩანაწერის, საუკეთესო სიმღერის, რეპ შესრულებისა და საუკეთესო კლიპისთვის განკუთვნილი ჯილდოები მოიპოვა.

30 წლის კეისი მასგრეივსმა წლის საუკეთესო ალბომის (Golden Hour), ქანთრი შესრულების (“Butterflies”), ქანთრი სიმღერისა (“Space Cowboy”) და ქანთრი ალბომის (Golden Hour) კატეგორიებში გაიმარჯვა.

დაჯილდოებაზე სამ-სამი გრემის ჯილდო მოიპოვეს კომპოზიტორმა ლუდვიგ გიორანსონმა, პოპ-ვარსკვლავმა ლედი გაგამ, მომღერალმა ბრენდი კარლაილმა და ჯაზ შემსრულებელმა ჯონ დავერსამ.

 

მსგავსი სტატია:

2018 წლის საუკეთესო სიმღერები - The Guardian

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]