weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თამთა გოდუაძე ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით გამოვა

15:10 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

ევროვიზიის წლევანდელ კონკურსზე, რომელიც ისრაელის დედაქალაქ თელ ავივში ჩატარდება, კვიპროსს საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წარადგენს.

“Replay” – ასე ჰქვია საკონკურსე სიმღერას, რომლითაც 38 წლის მოღერალი ევროპელი მაყურებლის წინაშე წარდგება. კლიპის გადაღება რამდენიმე დღეში დაიწყება, მისი პრეზენტაცია კი 5 მარტსაა დაგეგმილი.

საკონკურსო სიმღერის ავტორი შვედეთში მოღვაწე წარმოშობით ბერძენი მუსიკოსი ალექს პაპაკონსტანტინუა. მას ეკუთვნის კვიპროსის 2018 წლის საკონკურსო სიმღერა “Fuego”, რომელმაც 436 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

აქვე გეტყვით, რომ თუ ვინ იქნება საქართველოს რჩეული კონკურსანტი, ცნობილი 2 მარტს გახდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]