weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისში აღმოჩენილი სამარხები, ჭურჭელი და სამკაული შესაძლოა ელინისტური ხანის იყო

16:12 პარასკევი, 15 თებერვალი 2019

თბილისში, გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის. არქეოლოგების წინასწარი შეფასებით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას (ძვ. წელთაღრიცხვის V – IV საუკუნეებს) განეკუთვნებოდეს.

პირველადი დათვალიერების შედეგად გლდანის ციხესთან 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი და ლითონის სამკაული იპოვეს. სააგენტოში აცხადებენ, რომ არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციურ დასკვნას უახლოეს დღეებში მოამზადებენ.

გლდანის ციხესთან ძველი სამარხი სანიაღვრე მილის დაზიანების შედეგად ჩამორეცხილ მიწის ფენებში გამოვლინდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მოქალაქემ აცნობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]