weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბერლინის კინოფესტივალი ფრანგულ-ებრაული ფილმის გამარჯვებით დასრულდა

09:59 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

საფრანგეთ-ისრაელის ერთობლივი სურათის გამარჯვებით დასრულდა ბერლინის რიგით 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. რეჟისორ ნადავ ლაპიდის სოციალური დრამა „სინონიმები“ ბერლინალეს ჟიურიმ „ოქროს დათვით“ დააჯილდოვა.

დანარჩენი მთავარი კინოჯილდოები კი ჟიურის გადაწყვეტილებით ასე გადანაწილდა:

ჟიურის „გრან-პრი“ და „ვერცხლის დათვი“ წილად ხვდა აღიარებული ფრანგი რეჟისორის, ფრანსუა ოზონის ცხოვრებისეულ ფილმს – „მადლობა ღმერთს“ (Grâce à Dieu).

საუკეთესო რეჟისურისთვის განკუთვნილი „ვერცხლის დათვი“ გერმანელმა ქალმა რეჟისორმა ანგელა შანელეკმა მოიპოვა დრამატული ფილმით „სახლში ვიყავი, მაგრამ“ (Ich war zuhause, aber).

საუკეთესო ქალი და მამაკაცი მსახიობების წოდებები ჩინელმა მსახიობებმა - იონ მეიმ და ვან ჟინჩუნმა მოიპოვეს ფილმისთვის „ასე დიდხანს, ჩემო შვილო“, რომლის სიუჟეტი ცოლ-ქმრის თვალით დანახულ ჩინეთის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ვითარდება.

წლევანდელ „ბერლინალეზე“ ალფრედ ბაუერის სახელობის ჯილდო ასევე გერმანელი ქალი რეჟისორის, ნორა ფინგშაიდტის ფილმ „სისტემის დამანგრეველს“ (Systemsprenger) გადაეცა.

დრამატურგიისთვის კი იტალიელი ტრიო – მაურიციო ბრაუჩი, კლაუდიო ჯოვანესი და რობერტო სავიანო დაჯილდოვდნენ – ნეაპოლელ თინეიჯერებზე შექმნილი დრამა „პირანიების“ (La paranza dei bambini) სცენარი ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო.

რაც შეეხება საუკეთესო არტისტული სეგმენტის ჯილდოს, იგი ნორვეგიელმა კინოოპერატორმა რასმუს ვიდებაეკმა მოიპოვა ფილმისთვის „ცხენების ქურდობა“ (Ut og stjæle hester).

ბერლინის 69-ე კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი ფრანგი კინოვარსკვლავი ჟულიეტ ბინოში იყო. ჟიურის შემადგენლობა, მარცხნიდან მარჯვნივ:

სებასტიან ლელიო (ჩილელი რეჟისორი), ჟულიეტ ბინოში (ფრანგი მსახიობი), რაჯენდრა როი (ამერიკელი კურატორი), ტრუდი სტაილერი (ინგლისელი, მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი), ჯასტინ ჩანი (ამერიკელი კინოკრიტიკოსი), სანდრა ჰიულერი (გერმანელი მსახიობი).

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]