weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოს „ევროვიზია 2019“-ზე ოთო ნემსაძე წარადგენს

09:56 ორშაბათი, 04 მარტი 2019

პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2019 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე.

ოთო ნემსაძე „ევროვიზია 2019“-ზე, რომელიც ისრაელში, თელ-ავივში გაიმართება, სიმღერას „სულ წინ იარე“ იმღერებს.

„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული მაყურებელმა გამოავლინა. ფინალური შოუსთვის 234 383 ხმა დაფიქსირდა, რომლის  რომლის 44% ოთო ნემსაძემ მიიღო. კონკურსის ფინალისტები ასევე იყვნენ ლიზა კალანდია, გიორგი ნაკაშიძე და გიორგი ფრუიძე.

ოთო (ოთარ) ნემსაძე 1989 წლის 18 ივნისს ქალაქი გორში დაიბადა. 2010 წელს ის მუსიკალური პროექტის „ ჯეო სტარის“ გამარჯვებული გახდა. 2012 წელს მონაწილეობა მიიღო უკრაინულ პროექტში Voice of Ukraine და მეორე ადგილზე გავიდა. 2014 და 2018 წლებში ნემსაძემ გამოსცა ალბომები „ფიქრების ზღვა“ და Progect Limbo.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]