weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქვემო მაჩხაანში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იმართება

12:39 შაბათი, 01 ივლისი 2017

სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში სანდრო ახმეტელის სახელობის პირველსაერთაშორისო თეატრალურფესტივალი იმართება. ფესტივალი 29 ივნისს, სოფელ ანაგაში, სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმში გაიხსნა და 2 ივლისს დასრულდება.

დღეს, 1-ელ ივლისს, 15:00 საათზე, ქვემო მაჩხაანის თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე უკრაინული დასი "თეატრი ფანჯარასთან" წარსდგება სპექტაკლით "კეთილშობილი ხე". 17:00 საათზე, სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის სპექტაკლი „სტუმარ - მასპინძელი“ გაიმართება. ხოლო 20:00 საათზე თეატრის ეზოში Art Way და ახალგაზრდული თეატრი ითამაშებს სპექტაკლს „მედეა“.

2 ივლისს, 15:00 საათზე, დაგეგმილია მინსკის თანამედროვე სამხატვრო თეატრის სპექტაკლი. 19:00 საათზე კი მაჩხაანის ადგილობრივი დასის "თეატრალური ლაბორატორიის" სპექტაკლის პრემიერა შედგება. 20:00 საათზე თეატრალური ფესტივალი კონცერტით დასრულდება, რომელიც თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

სპექტაკლებზე დასასწრებად ბილეთის ფასი 50 თეთრია.

სანდრო ახმეტელის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი პროექტის "მე წაგიყვან მაჩხაანის თეატრში" ფარგლებში იმართება. პროექტი სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრის მხარდაჭერას, ქვემო მაჩხაანსა და მიმდებარე სოფლებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას ისახავს მიზნად.

პროექტს "მე წაგიყვან მაჩხაანის თეატრში" არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივა" ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორები არიან "საქმოქალაქო ინიციატივა" და "ახმეტელის თეატრი".

მაჩხაანის თეატრი ადგილობრივი ინტელიგენციის თაოსნობით XIX საუკუნის ბოლოს აშენდა. გადმოცემით, თეატრის მშენებლობაში მთელი ქიზიყი იღებდა მონაწილეობას. მაშინდელი პრესის ინფორმაციით, სოფელში წარმოდგენები იმართებოდა, საიდან შემოსული თანხაც თეატრის მშენებლობას ხმარდებოდა. რამდენიმეწლიანი საქველმოქმედო ღონისძიებების შემდეგ, 1899 წელს თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. თეატრის ორსართულიანი შენობის თითქმის მთელი ფართი ეთმობა დიდ დარბაზს, რომელიც 200 მაყურებელს იტევს.

2014 წელს მაჩხაანის თეატრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დღეს თეატრი სავალალო მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]