weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიხსნება

10:14 შაბათი, 09 მარტი 2019

10 მარტს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრ Terrada Warehouse-ში, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიხსნება. ექსპოზიცია 7 მაისამდე გაგრძელდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენა აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. პროექტი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით ხორციელდება. უახლესი ტექნოლოგიის Warpqsuare-ის გამოყენებით მოხდება უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლება.

გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ პირველად 2017 წელს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ „საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]