weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

რაიმონდს პაულსი საქართველოს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

22:23 შაბათი, 01 ივლისი 2017
რაიმონდს პაულსი რაიმონდს პაულსი

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელკომპოზიტორდა პიანისტრაიმონდს პაულსი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებმას ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ გადასცა.

რაიმონდს პაულსი ღირსების ორდენით საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების მხარდაჭერისათვის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.

ლატვიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, რაიმონდს პაულსმა გამოთქვა მზადყოფნა 12-17 სექტემბრის პერიოდში, ბიგ ბენდთან ერთად ეწვიოს საქართველოს, რა დროსაც თბილისში გაიმართება მისთვის საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენის გადაცემის ცერემონია. ამის შემდეგ რაიმონდს პაულსი ეწვევა ქალაქ ბათუმს, სადაც ბათუმის განახლებულ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს.

80 წლის რაიომონდს პაულსი მრავალი საესტრადო სიმღერის, ჯაზური კომპოზიციისა და ფილმის მელოდიის ავტორია. მის სიმღერებს ასრულებენ ალა პუგაჩვა, ვალერი ლეონტიევი, ლაიმა ვაიკულე, ლარისა დოლინა და სხვები. რაიმონდს პაულსის ინიციატივით, 2002 წელს დაარსდა ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი "ახალი ტალღა" (იურმალა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]