weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

თელავში თემატური საღამო - „რეპრესირებული ქართველი ქალები“ ჩატარდა

15:13 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისა და ქალთა დღესასწაულების აღსანიშნავად, თემატური საღამო - „რეპრესირებული ქართველი ქალები“ ჩატარდა.

საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებმა მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია გაიხსენეს და იმ ქართველი ფემინისტი ქალბატონების შესახებ ისაუბრეს, რომლებმაც პიროვნულ, საზოგადოებრივ თუ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლაში იმდროინდელი რეჟიმის უსასტიკესი რეპრესიები განიცადეს: ბარბარე ჯორჯაძე, დესპინე გელოვანი, მზექალა არაბული, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, მარო მაყაშვილი, ოლია მესხი, თამარ წულუკიძე და სხვები, რომელთა სახელის ხსენებაც კი მაშინ დანაშაულად ითვლებოდა.

ღონისძიების დასასრულს, საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელმა მაყვალა წიკლაურმა თელაველი ბიბლიოთეკარი ქალბატონებიც გაიხსენა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს, შეინარჩუნეს და განავრცეს ის წიგნადი ფონდი, რომლითაც დღეს საბიბლიოთეკო გაერთიანების მკითხველები სარგებლობენ. დღეისათვის თელავის საბიბლიოთეკო გაერთიანების წიგნად ფონდში დაცულია 423 781 ეგზემპლარი, ასევე 714 ინფორმაციის მატერებელი (კომპაქტ-დისკი, ხმოვანი დისკი, კასეტა). აღსანიშნავია, რომ თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკას წელს არსებობის 135 წელი უსრულდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები და დაინტერესებული პირები.

[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია
 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]