weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბორანოს ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

11:16 ხუთშაბათი, 14 მარტი 2019

აჭარული ტრადიციული სამზარეულოს გამორჩეული კერძის, ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ბორანო იგივე ჭინჭიხა, რომელიც მაღალკალორიულობით გამოირჩევა, მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება-განვითარების საფუძველზეა შექმნილი. მისი ისტორია საუკუნეების უკან იწყება და კულინარიაში რძის პროდუქტების გამოყენებას უკავშირდება. მის მოსამზადებლად წინასწარ დაჭრილ ყველს ცხელ წყალს ასხამენ და ცოტა ხნით აჩერებენ, რომ დარბილდეს, შეერთდეს და კერძის გადაღებისას ყველი კარგად გაიწელოს.

დედაბერო, ჯერი რა გვაქ? - როგორია მთიანი აჭარის სამზარეულო

ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში ბორანო არ იყო სეზონური საკვები, რადგან სურვილისა თუ საჭიროებისამებრ იგი ყოველთვის გამოიყენებოდა, მას მეორენაირად აჭარული სუფრის „სასწრაფო დახმარებასაც“ ეძახიან, რადგანაც მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს და აჭარელ დიასახლისს საშუალებას აძლევს, სტუმარსა თუ ოჯახის წევრს დროის მცირე მონაკვეთში გაუმასპინძლდეს.

ცნობისთვის, მცირე ხნის წინ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ხაჭაპურის ტრადიციას მიენიჭა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]