weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვახო ჩაჩანიძე და ჯანო იზორია კანადაში კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

14:06 ორშაბათი, 18 მარტი 2019

კანადაში, რედლაინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ, სადაც გიორგი თავართქილაძის სურათს სათაურით „ცუდი ხალხი“, 3 ნომინაცია ჰქონდა.

გამარჯვებულთა შორის ვახო ჩაჩანიძე და ჯანო იზორიაც არიან, რომლებმაც კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობისა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობისთვის განკუთვნილი ჯილდოები მოიპოვეს. ფილმი ასევე იყო წარდგენილი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში.

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმის სიუჟეტის გმირი გია 1991 წლის თბილისის სამოქალაქო ომის მონაწილეა. ის მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევ მედიკამენტს ეძებს, რა დროსაც შემთხვევით გადაეყრება დიდი ხნის უნახავ თანაკლასელს. მალევე ირკვევა, დიდი ხნის მონატრებული მეგობარი ახლა მისი მტერია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]