weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

Tbilisi Open Air 2019: ფესტივალის თარიღები და პროგრამა ცნობილია

14:36 სამშაბათი, 19 მარტი 2019

კავკასიაში უდიდესი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air, რომელსაც ყოველწლიურად AlterVision-ჯგუფი ატარებს, წელს 21-22-23 ივნისს გაიმართება. სამდღიანი ფესტივალი ლისის ტბის მახლობლად, ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე (Lisi Wonderland) ჩატარდება და მონაწილეობას 60-ზე მეტი შემსრულებელი მიიღებს.

ფესტივალის ორგანიზატორებმა სამდღიანი ფესტივალის მონაწილეთა სია გამოაქვეყნეს:

საწყის ეტაპზე, 19 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის (1500 ცალი) 3-დღიანი აბონემენტი. ფასი: 125 ლარი. ამ პერიოდში, მხოლოდ „თი-ბი-სი ბანკის“ ნებისმიერი ბარათით შეძენისას, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება. ბილეთები იყიდება ონლაინ: tkt.ge/openair, ასევე - ფილარმონიის სალაროებში. აბონემენტის საბოლოო ფასი 180 ლარი გახდება (ფასდაკლების გარეშე). დღიური ბილეთები 8 აპრილიდან გაიყიდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]