weather cur horoscope tv
მაისი 29, 2020

კინორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

16:00 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019 hits 820

მოსკოვში, 88 წლის ასაკში კონორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში გიორგი დანელია ფილტვების ანთებით საავადმყოფოში მოხვდა, რის შემდეგაც ექიმებმა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ე.წ. ნაღვლიანი კომედიებით ცნობილი რეჟისორის შემოქმედება დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. იგი ავტორია ცნობილი ფილმებისა: „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“ (1963), „არ იდარდო“ (1969), აფონია (1975), მიმინო (1977), „შემოდგომის მარათონი“ (1979), „ქინ-ძა-ძა“ (1986) და „პასპორტი“ (1990).

გიორგი დანელიას მიღებული ჰქონდა 60-მდე სხვადასხვა სახის კინოჯილდო, პრიზი და ორდენი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]