weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თელავში მარიამ ჩოთალიშვილის გამოფენა გაიხსნა

15:51 ორშაბათი, 08 აპრილი 2019

2019 წლის 7 აპრილს, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში მარიამ ჩოთალიშვილის გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით - „ხატი სარკმელია ზეცისა“.

გამოფენა წარმოდგენილია ბისერებითა და პატიოსანი თვლებით შემკული ხატები, რომელთა ნახვასა და შეძენას დამთვალიერებლები 14 აპრილამდე შეძლებენ.

ღონისძიებას თელავის მუნიცპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი დაესწრო. ხელოვანს მან პერსონალური გამოფენის გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და დაინტერესებული მოქალაქეები.

[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია
 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]