weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

თვითნასწავლი ჯადოქარი ნიკო ფიროსმანი - Le Figaro

13:58 პარასკევი, 12 აპრილი 2019

პრესტიჟული ფრანგული გამოცემა Le Figaro პირველ გვერდზე ნიკო ფიროსმანის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით – „ნიკო ფიროსმანი: საქართველო ყველა კონტურში“.

სტატიის ავტორი საფრანგეთის ქალაქ არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში გახსნილ ფიროსმანის გამოფენის შესახებ წერს და მკითხველს ქართველი მხატვრის შემოქმედებაზე მოუთხრობს.

„ჩვენ ვტკბებით იმ სამყაროთი, რომელიც ხორცშესხმულია და ნაბიჯ-ნაბიჯ დაყვება თვითნასწავლი ჯადოქრის, ნიკო ფიროსმანის ეპოსს. მოხეტიალე, კიბის ქვეშ მდებარე სარდაფის მტვერში გარდაცვლილმა უიღბლო მხატვარმა მოახერხა, სამყაროსთვის მოეტაცა საკუთარი ქვეყნის ყოველდღიური სილამაზე, სოფლის ლხინი და შავებში შემოსილი ქალები, მილიარდერები და ღარიბები, მშობლიური მთები და ღამის ბუ, მოიფიქრა დანარჩენი – ჟირაფები, აქლემები და ლომები“, – ნათქვამია სტატიაში.

არლში მდებარე ვან გოგის მუზეუმში ფიროსმანის ნახატების გამოფენა, რომელზეც ფიროსმანის 29 ნამუშევარია წარმოდგენილი, 2 მარტს გაიხსნა და პირველ ივნისამდე იქნება ღია. მუზეუმი თავის სივრცეში ქართველი მხატვრის გამოფენის მოწყობით ვენის ალბერტინას მუზეუმში გამართული ექსპოზიციის შემდეგ დაინტერესდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]