weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

რომან პოლანსკი კინოაკადემიაში აღდგენას ითხოვს

15:55 შაბათი, 20 აპრილი 2019

აღიარებული პოლონელი კინორეჟისორი რომან პოლანსკი ამერიკის კინოაკადემიას ოსტრაკიზმის გამო სასამართლოში უჩივის. ოსკაროსანი კინოხელოვანის ადვოკატების თქმით, კინოაკადემიას უფლება არ ქონდა, რეჟისორი განედევნა.

კინოაკადემიაში 50-წლიანი წევრობის შემდეგ რომან პოლანსკი გასულ წელს კინოაკადემიამ თავისი რიგებიდან დაითხოვა, რისი მიზეზიც რეჟისორის წინააღმდეგ არსებული სექს-სკანდალია, თუმცა რეჟისორი მიიჩნევს, რომ მისი გაძევება არასწორად მოხდა, რადგან  მისი საწინააღმდეგო არანაირი ბრალდება ჯერ-ჯერობით დამტკიცებული არაა, კინოაკადემიაში კი მიიჩნევენ, რომ პოლანსკის დათხოვის პროცედურა სამართლიანია.

აღსანიშნავია, რომ კარიერის მანძილზე რომან პოლანსკი ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარზე ხუთჯერ წარადგინა, საიდანაც რეჟისორმა ერთხელ გაიმარჯვა ფილმისთვის „პიანისტი“.

შეგახსენებთ, რომ „როზმარის ჩვილის“ (1968), „ჩინური კვარტალის“ (1974), „მწარე მთვარისა“ (1992) და „პიანისტის“ (2002) რეჟისორი მრავალი წელია, შეერთებულ შტატებში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იდევნება და ქვეყანაში ვერ შედის ბრალდების გამო, რომლის მიხედვითაც იგი 70-იან წლებში არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირშია მხილებული. რომან პოლანსკი, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს, ამჟამად მესამე ქორწინებაში იმყოფება, მისი მეუღლე ცნობილი ფრანგი მსახიობი ემანუელ სენიე გახლავთ.

რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარი სოციალურ-პოლიტიკური თრილერი გახლავთ, რომელიც მე-19 საუკუნეში შეცდომით ბრალდებული ფრანგი სამხედროს რეალურ ისტორიაზე გვიამბობს. ფილმი კინოეკრანებზე ნოემბერში გამოვა.

 

ამ თემაზე:

ნატალი პორტმანი რომან პოლანსკის მხარდაჭერას ნანობს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]