weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

HBO-სა და ჰოლივუდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში კინოლოკაციებს არჩევენ

11:50 შაბათი, 27 აპრილი 2019

25 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად პოპულარული ტელეარხისა და ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლები სტუმრობენ.

ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში არიან შემოქმედებითი ჯგუფის წევრები, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა: „ტრანსფორმერები“, „ვარსკვლავური ომები“, „შურისმაძიებლები“ და „სკაიფოლი“.

ჰოლივუდის ცნობილი კომპანიებიდან ხუთი პროდიუსერი და ლოკაციის მენეჯერი სტუმრობს, მათ შორისაა ტელეარხ HBO-ს ლოკაციების ერთ-ერთი მენეჯერი და სერიალ „სატახტოთა თამაშის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრი - დევიდ კოუპლენდი. ვიზიტები დაგეგმილია ბათუმში, ჭიათურაში, თბილისში, უფლისციხეში, ციხისძირსა და რუსთავში.

ამერიკელი სტუმრები უკვე ესტუმრნენ ყაზბეგსა და შატილს, დაათვალიერეს თრუსოს ხეობა, გერგეთის სამება, გველეთის ჩანჩქერი, სოფელი ცდო, სნო, კარკუჩი და შატილის კოშკები. მათი განსაკუთრებული დაინტერესება დაიმსახურა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულმა უძველესმა ისტორიულმა კოშკებმა.

ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები ხვდებიან, რომლებიც მათ გამოცდილებას გაუზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოს შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]