weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ოსკარის რეკორდსმენი რეჟისორი ჯონ სინგლტონი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა

10:24 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

ოსკარის ორგზის ნომინანტი სცენარისტი და რეჟისორი, ჯონ სინგლტონი 51 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. რეჟისორმა 10 დღის წინ ინსულტი გადაიტანა და ინტენსიურ მკურნალობას გადიოდა.

ჯონ სინგლტონი ოსკარების ისტორიაში ორი მიღწევის ავტორი იყო - იგი პირველი შავკანიანია, რომელიც რეჟისურაზე წარადგინეს და იმავდროულად ყველაზე ახალგაზრდა ოსკარის ნომინანტი რეჟისორი გახდა 24 წლის ასაკში. აღნიშნული რეკორდები და ორი საოსკარე ნომინაცია (ორიგინალი სცენარი და რეჟისურა) სინგლტონს ერგო 1991 წელს გამოსული საკულტო სოციალურ-კრიმინალური დრამისთვის - Boyz N the Hood.

ჯონ სინგლტონი აღნიშნული ფილმით მრავალი შავკანიანი რეჟისორის, მსახიობის, კინოხელოვანისა და მუსიკოსის შთაგონების წყარო გახდა.

რეჟისორმა მას შემდეგ ძირითადად კრიმინალური და მძაფრსიუჟეტიანი სურათები გადაიღო - Rosewood, Shaft, 2 Fast 2 Furious, Four Brothers, Abduction, ასევე იმუშავა სერიალებზე - Empire, Billions, Snowfall.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]