weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თელავში პავლე დემურიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

11:19 სამშაბათი, 07 მაისი 2019

თელავის ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებლის წინ ღირსების ორდენის კავალერის, თელავის საპატიო მოქალაქის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პავლე დემურიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე პავლე დემურიშვილმა, ქალთა კაპელა „კახეთის ჰანგების“ თანხლებით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე კონცერტი გამართა. შესრულდა როგორც კარგად ნაცნობი, ასევე სრულიად ახალი კომპოზიციები. ღონისძიებაზე პავლე დემურიშვილის ბიოგრაფიის, მიღწევებისა და დამსახურებების შესახებ ისაუბრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.

ხელოვანს ვარსკვლავის გახსნა მიულოცეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ, კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა, კონსერვატორიის პროფესორმა, გივი მუნჯიშვილმა, კომპოზიტორმა, რუსუდან ხორავამ და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გერმანიის ქალაქ ბიბერახის საკრებულოს წევრი რაინერ ეტცინგერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრომაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]