weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ევროვიზიის“ გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი გახდა

10:24 კვირა, 19 მაისი 2019

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლორენსი გახდა. მეორე ადგილზე იტალია გავიდა, ხოლო მესამეზე – რუსეთი.

ნიდერლანდებმა „ევროვიზიაზე“ 44 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. ბოლო გამარჯვებული ამ ქვეყანას 1975 წელს ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები უკვე ხუთჯერ გახდა „ევროვიზიის“ პირველი ადგილის მფლობელი.

თელ-ავივში, ევროვიზიის ფინალზე 26 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა. კონკურსის წესების მიხედვით, თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა, სადაც მათ დიდი ხუთეულის ქვეყნები შეუერთდნენ, რომლებიც კონკურსის დამფუძნებლები არიან (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი) და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ისრაელი.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ტრადიციულად საქართველოც მონაწილეობდა, თუმცა ჩვენი წარმომადგენელი ოთო ნემსაძე კონკურსს პირველი ნახევარფინალის შემდეგ გამოეთიშა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]